შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან

თარიღი:

შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან; ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
2015 წლის 15 დეკემბერს, საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, იანიკ გლემარეკთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობას საქართველოში. აღინიშნა მიმდინარე წლის ნოემბერში გაერო-ს ორგანიზაციებთან: გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women), გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხზე.


შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციას საქართველოში აქტიური საქმიანობისთვის. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.