
სომხეთის რესპუბლიკაში ორსული და მეძუძური ქალებისთვის უსაფრთხო და სათანადო სამუშაო პირობების უზრუნველყოფის ამჟამინდელ სისტემაში არსებული ხარვეზები

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა კვლევითი ცენტრი“(HRRC), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სომხეთის რესპუბლიკაში საკანონმდებლო ბაზა და ინსპექტირების მექანიზმები, მათ შორის ორსული და მეძუძური ქალებისთვის უსაფრთხო და სათანადო სამუშაო პირობები, პროფესიული უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო და ევროპული შრომის სტანდარტების შესაბამისად, გააანალიზა. პუბლიკაცია პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში მომზადდა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
გამოცემაში გამოვლენილია ხარვეზები და შეუსაბამობები სომხეთის ამჟამინდელ საკანონმდებლო რეგულაციებსა და მექანიზმებში, მათ შორის, ორსული და მეძუძური ქალებისთვის უსაფრთხო და სათანადო სამუშაო პირობების შესახებ არსებული ურთიერთსაწინააღმდეგო საკანონმდებლო რეგულაციები და რისკის დადგენის არაადეკვატური სისტემა მათი სამუშაო პირობების შესაფასებლად. ნაშრომში განმარტებულია, თუ რატომაა საჭირო სისტემური ცვლილებები და შემოთავაზებულია პრაქტიკული რეკომენდაციების პაკეტი პოლიტიკის შემმუშავებელი პირებისთვის, ეროვნული კანონმდებლობის შრომის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. პაკეტში მოცემულია დამატებითი რეკომენდაციები ორსული, მეძუძური და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო და სათანადო სამუშაო პირობების უზრუნველყოფის მექანიზმების გასაუმჯობესებლად.