რეგულირების ზეგავლენის შეფასება ILO-ს 183-ე კონვენცია დედობის დაცვის შესახებ

Image
Regulatory Impact Assessment of ILO C183 - Maternity Protection Convention - cover

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-Armenia) სომხეთის ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა კვლევითი ცენტრი“ (HRRC), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შრომის საერაშორისო ორგანიზაციის (ILO) დედობის დაცვის 183-ე კონვენციის (2000წ.) რატიფიკაციის საკითხზე, სომხეთის რესპუბლიკაში პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით, რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) მოამზადა.

აღნიშნული რეგულირების ზეგავლენის შეფასება ყურადღებას ამახვილებს ეროვნულ დონეზე დასაქმების ადგილას ორსული და მეძუძური ქალებისთვის პროფესიული რისკის შესაფასებლად ეფექტური სისტემის არ არსებობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე და რეკომენდაციებს გვთავაზობს შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ჩარჩოს გადასახედად. ამავე დროს შეფასება მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ადვოკატირებას სამუშაო ადგილზე პირობების გასაუმჯობესებლად ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

პუბლიკაცია პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში მომზადდა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

UN Women office publishing: Georgia Country Office
პუბლიკაციის წელი
2022
გვერდების რაოდენობა
56
news
უახლესი ამბები