Image

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის პრაქტიკაში რეალიზების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ მეშვიდე ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
ტექნიკური მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იყო პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.