
ქალების ეკონომიკური არააქტიურობა საქართველოში

გენდერული უთანასწორობის ეკონომიკური მხარე ხშირად ქალებისთვის დასაქმების არათანაბარ ხელმისაწვდომობაში ვლინდება. საქართველოს შრომის ბაზარზე ქალებს, კაცებთან შედარებით, ნაკლები შესაძლებლობები აქვთ. ამ გენდერული უთანასწორობის ძირეულ მიზეზებს ზრუნვის შრომისა და ოჯახში პასუხისმგებლობების არაპროპორციული განაწილება, ასევე, სისტემური უმუშევრობა წარმოადგენს. აღნიშნული საკითხები COVID-19-ის პანდემიის დროს კიდევ უფრო გამწვავდა. დოკუმენტი მიმოიხილავს ქალების ეკონომიკური აქტიურობის/არააქტიურობის მიზეზებსა და შედეგებს, მათ შორის COVID-19-ის პანდემიის ზეგავლენის კუთხით.
დოკუმენტი მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ და პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.