ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ზეგავლენა ბიზნესზე საქართველოში

Image
ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ზეგავლენა ბიზნესზე საქართველოში. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

კვლევის ანგარიში მიზნად ისახავს, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება იმ ხელშესახები შედეგების შესახებ, რაც კერძო სექტორის მხრიდან გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით მუშაობამ მოიტანა. კვლევაში თავმოყრილია საბაზისო მონაცემები და გაანალიზებულია საქართველოში WEPs-ის ხელმომწერი კომპანიების მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით 2017-2020 წლებში ჩატარებული სამუშაო. ასევე, საუკეთესო გამოცდილების მაგალითების შესწავლის გზით, შეფასებულია, თუ რამდენად გაუმჯობესდა ბიზნესის წარმოება კომპანიებში ინკლუზიური პოლიტიკისა და კულტურის დამკვიდრების შემდეგ.

პუბლიკაცია მომზადდა PwC საქართველოს მიერ, პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ქართული, ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2021
გვერდების რაოდენობა
86
news
უახლესი ამბები