ქალთა გაძლიერების პრინციპების საკომუნიკაციო გზამკვლევი
ქალთა გაძლიერების პრინციპების საკომუნიკაციო გზამკვლევის მიზანია, დაეხმაროს ამ პრინციპებზე ხელმომწერ კომპანიებს, შიდა თუ გარე კომუნიკაციაში გენდერული თანასწორობა დანერგონ და ხელი შეუწყონ ქალთა გაძლიერების პრინციპების პოპულარიზაციასა და ფართოდ გავრცელებას. საკომუნიკაციო გზამკვლევის გამოყენება კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს, გენდერისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს შეუძლიათ.
საკომუნიკაციო გზამკვლევი კომპანიებს ისეთი საკომუნიკაციო მასალის შემუშავებაში დაეხმარება, რომელიც თანასწორობისა და მრავალფეროვნების პრინციპებს ეფუძნება. მასში წარმოდგენილია ტექსტების ნიმუშები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია როგორც წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის, ისე ვიზუალური და აუდიომასალის მომზადების დროს. გენდერულად მგრძნობიარე კომუნიკაციას შეუძლია, შეცვალოს წარმოდგენები, სტერეოტიპები და მნიშვნელოვნად დააჩქაროს საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებები.
ონლაინ ვერსია/ჩამოტვირთვა
ბეჭდური ვერსიის გამოწერა
არსებული ენები: ინგლისური
ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია
Geographic coverage: ევროპა და ცენტრალური აზია; საქართველო
თემები: ეკონომიკური გაძლიერება
პუბლიკაციის წელი: 2020
გვერდების რაოდენობა: 14
Publishing entities: გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერებისთვის (UN Women)