გენდერული სახელფასო სხვაობა - საკითხის მოკლე აღწერა

Image
Gender Pay Gap Georgian Brief

მთელ მსოფლიოში ქალებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს კაცებთან მეტი თანასწორობის მოსაპოვებლად, თუმცა ეკონომიკური უთანასწორობა გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ასპექტად რჩება. სიცოცხლის მანძილზე კაცებისა და ქალების შემოსავლებს შორის განსხვავების შენარჩუნებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგალითად: ქალებს, კაცებთან შედარებით, ჯერ კიდევ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ეკონომიკურ რესურსებზე, მათ შორის, ანაზღაურებად სამუშაოზე; მათ უფრო ნაკლებს უხდიან, ვიდრე შრომის ბაზარზე ანალოგიურ პოზიციაზე მყოფ კაცებს; ისინი მეტ დროს უთმობენ ოჯახებში აუნაზღაურებელ შრომას და ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე ზრუნვას. გენდერული სახელფასო სხვაობა კაცებისა და ქალების ეკონომიკური უთანასწორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.

საკითხის მოკლე აღწერა ეყრდნობა კვლევას „გენდერული სახელფასო სხვაობა და უთანასწორობა საქართველოს შრომის ბაზარზე“, რომელიც შეეხება გენდერულ სახელფასო სხვაობასა და შრომით გენდერულ უთანასწორობას საქართველოში. კვლევის ანგარიში მოიცავს გენდერული სახელფასო სხვაობის დეკომპოზიციას, შრომის ინდიკატორებს გენდერულ ჭრილში, რაოდენობრივი ანალიზის მეთოდოლოგიურ განხილვას, გზამკვლევსა და პოლიტიკის რეკომენდაციებს.

კვლევა მომზადებულია პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელსაც შვეიცარიის განვითარების სააგენტო და ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებენ.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ქართული, ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2020
გვერდების რაოდენობა
2