
წლიური ანგარიში 2017–2018

აღნიშნული წლიური ანგარიში გაეროს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ქალთა ორგანიზაციის მიერ 2017 წელს მიღწეულ შედეგებს ასახავს. პუბლიკაციაში წარმოდგენილია წლის განმავლობაში განხორციელებული ინიციატივები, პროგრამები და პროექტები ფინანსურ ანგარიშთან ერთად.
დრო მოვიდა! ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც #Metoo-ს, #TimesUp-ისა და სხვა მოძრაობების სახით მსოფლიოში ქალთა აქტივიზმის მძლავრი ტალღაა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია პოლიტიკოსი, ფერმერი, ბიზნესმენი და აქტივისტი ქალების მხარდაჭერას აგრძელებს. პირველ რიგში კი გრძელდება იმ ქალების გაძლიერება, რომელთა უფლებები შეილახა და რომელთა ხმაც არავის გაუგონია. 2017 წლის ანგარიშში წარმოდგენილია ის მიღწევები, რომლებმაც ხელი შეუწყო მსოფლიოში ახალი გლობალური ნორმებისა და სტანდარტების ფორმირებას, ქალთა გაძლიერებას პოლიტიკურ და ეკონომიკურ არენაზე, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ სფეროებში, ქალთა ძალადობის დაძლევასა და გენდერული თანასწორობის მიღწევას ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში.