მიმდინარე ტენდენციები და რეკომენდაციები საქართველოში იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სოციალური დაცვის პოლიტიკაში

Image

ანალიტიკური ანგარიში მიზნად ისახავს, გენდერული თანასწორობის საკითხების გააქტიურებისა და ქალთა სიღარიბის შემცირების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარე თანამშრომლობის ინფორმირებას. ანგარიშში განსაკუთრებული ფოკუსი გაკეთებულია იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებზე.

გენდერული თანასწორობისა და ქალების სოციალური გაძლიერების მიმართლებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის გამოსავლენად, ასევე, არსებული გამოწვევებისა და პრიორიტეტული რეკომენდაციების განსასაზღვრად, 2014-2015 წლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის დახმარებით უზრუნველყო ქვეყნის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმების კვლევა. წინამდებარე ანალიტიკურ ანგარიშში წარმოდგენილი და გაანალიზებულია გენდერული თანასწორობისა და ქალთა სოციალური დაცვის საკითხებზე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტისა და სხვა ისეთი დოკუმენტების რეკომენდაციები თუ ძირითადი მიგნებები, როგორიცაა 2014 წლის ბოლო CEDAW კომიტეტის მე-4და მე-5 გაერთიანებული პერიოდული ანგარიში და 2016-2020 წლების გაეროს საქართველოსთან თანამშრომლობის გეგმა მდგრადი განვითარებისთვის.

ანალიტიკური ანგარიში მომზადდა 2015 წელს, პროექტის „ქალები თანასწორობისთვის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ (WEPD II) ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2015
გვერდების რაოდენობა
28