
პატიმარ ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოში

კვლევის მიზანი იყო მსჯავდებულ ქალებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობის განსაზღვრა „პატიმარ ქალთა მიმართ მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესებთან (რეზოლუცია A/Res/65/229), ე.წ. „ბანგკოკის წესებთან”.
კვლევა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში” (IAGE) ფარგლებში. კვლევა განახორციელა ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის” სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ოფისმა. კვლევის საბოლოო მიზანი იყო, მისი შედეგების და რეკომენდაციების გამოყენება პოლიტიკასა და მომსახურებაში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის ადვოკატირებისთვის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.
კვლევა ჩატარდა 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ანონიმური და ნებაყოფლობითი კითხვარების, ფოკუს ჯგუფების და ჩაღრმავებული ინტერვიუების გამოყენებით.