ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა

Image
The 2018-2020 National Action Plan on Combating Violence against Women and Domestic Violence and Measures to be Implemented for the Protection of Victims (Survivors)

„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა” 2018 წლის 11 აპრილს, საქართველოს მთავრობის N175 დადგენილებით დამტკიცდა.

სამოქმედო გეგმა წარმოადგენს ეროვნულ ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებს აერთიანებს.

ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“კონვენციით განსაზღვრული დებულებებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს მიერ 2017 წელს იქნა რატიფიცირებული, სამოქმედო გეგმა ოჯახში ძალადობის გენდერულ ხასიათს ითვალისწინებს და ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ფენომენს გლობალურ ჭრილში განიხილავს.

„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის” ეფექტიანი აღსრულებისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, განისაზღვრა ინდიკატორები, საბაზისო და სამიზნე ნიშნულები როგორც მიზნების, ისე ამოცანების დონეზე.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ქართული, ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2018
გვერდების რაოდენობა
12
news
უახლესი ამბები