24 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
1 - 20  24 შესეგი

არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა: ქართველი ქალების სოციალური მობილიზაციის გამოცდილება სათემო დონეზე

ორშაბათი, 26 დეკემბერი, 2016 წელი

2010 – 2015 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ფონდ ტასოსთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად პროექტს „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“ ახორციელებდა. მეტი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2016-2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა

ოთხშაბათი, 14 დეკემბერი, 2016 წელი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2016-2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა 2016 წლის 21 ივლისს საქართველოს მთავრობის N339 დადგენილებით დამტკიცდა. მეტი

თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ: გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება კერძო სექტორში; ტრენერებისთვის განკუთვნილი მეთოდური სახელმძღვანელო

შაბათი, 10 დეკემბერი, 2016 წელი

თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ ტრენინგის სახელმძღვანელო განკუთვნილია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, გენდერული თანასწორობისა და კორპორაციულ მდგრადობაში გენდერული ასპექტების შესახებ ტრენინგების ჩასატარებლად. მეტი

თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ: გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება კერძო სექტორში; მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა

შაბათი, 10 დეკემბერი, 2016 წელი

თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ ტრენინგის სახელმძღვანელო განკუთვნილია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, გენდერული თანასწორობისა და კორპორაციულ მდგრადობაში გენდერული ასპექტების შესახებ ტრენინგების ჩასატარებლად. მეტი

ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა

ხუთშაბათი, 8 დეკემბერი, 2016 წელი

დოკუმენტში შეგიძლიათ იხილოთ მოკლე ინფორმაცია პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ მიზნებისა და ძირითადი ინტერვენციების შესახებ. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით (2016-2019). მეტი

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა

ხუთშაბათი, 29 სექტემბერი, 2016 წელი

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა 2016 წლის 21 ივლისს, საქართველოს მთავრობის N341 დადგენილებით დამტკიცდა. მეტი

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა თანაბარი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე

სამშაბათი, 20 სექტემბერი, 2016 წელი

პროექტი "საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა თანაბარი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ (2016-2017 წ), ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაცია მისი მიზნებისა და ინტერვენციების მიმოხილვას მოიცავს. მეტი

სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული შეფასება

პარასკევი, 15 აპრილი, 2016 წელი

კვლევა წარმოადგენს გენდერული პერსპექტივიდან დანახულ ანალიზსა და შეფასებას სოფლის მეურნეობაში არსებულ პოლიტიკაზე, პროგრამებსა და მომსახურებებზე. კვლევაში წარმოდგენილია შეფასება, თუ რა სარგებელს იღებენ სოფლად მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, არსებული პროგრამებითა და მომსახურებებით. მეტი

გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მისი ოქმი და ზოგადი რეკომენდაციები

ოთხშაბათი, 30 დეკემბერი, 2015 წელი

პუბლიკაციაში წარმოდგენილია გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის, მისი ფაკულტატური ოქმისა და ზოგადი რეკომენდაციების NN 19; 21; 23; 25; 26; 27; 28;29 & 30 ოფიციალური თარგმანი. მეტი

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში - სპეციალური ანგარიში 2015

ოთხშაბათი, 30 დეკემბერი, 2015 წელი

ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში - სპეციალური ანგარიში 2015 წარმოადგენს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2014 წელს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სახელმწიფო სერვისებისა და მექანიზმების შესაფასებლად ჩარატებული მონიტორინგისა და შესწავლის შედეგებს. მეტი

იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების კვლევა

ხუთშაბათი, 10 დეკემბერი, 2015 წელი

კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი. ასევე, შედარება 2013 წელს ჩატარებულ საბაზისო კვლევასთან. კვლევას ორმაგი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სისტემების მიმართ ხელმისაწვდომობის ზრდის საკითხებში მიღწეული ცვლილებების დოკუმენტურად ასახვა და მეორე მხრივ, პროექტის გავლენის გამოკვეთა სამართლებრივ სისტემებზე ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით. მეტი

მიმდინარე ტენდენციები და რეკომენდაციები საქართველოში იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სოციალური დაცვის პოლიტიკაში

ოთხშაბათი, 9 დეკემბერი, 2015 წელი

ანალიტიკური ანგარიში მიზნად ისახავს, გენდერული თანასწორობის საკითხების გააქტიურებისა და ქალთა სიღარიბის შემცირების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარე თანამშრომლობის ინფორმირებას. ანგარიშში განსაკუთრებული ფოკუსი გაკეთებულია იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებზე. მეტი

პირველი ნაბიჯი

სამშაბათი, 8 დეკემბერი, 2015 წელი

"პირველი ნაბიჯი" ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების ერთობლივი კრებულია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით მომზადდა. მასში გაერთიანებული 8 მოთხრობის მთავარ თემას მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ქალთა როლის ჩვენება წარმოადგენს. კრებულის გამოცემას წინ ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების შეხვედრა უძღოდა, რომელიც 2014 წელს სტამბოლში შედგა. მეტი

სახელმძღვანელო ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის

ორშაბათი, 1 დეკემბერი, 2014 წელი

სახელმძღვანელო შეიქმნა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად და მოიცავს ინფორმაციას როგორც სამართლებრივი რეგულაციების, ასევე სახელმწიფო სერვისების შესახებ. სახელმძღვანელო, უპირველესად, დაეხმარება დაინტერესებულ სახელმწიფო მოხელეებს ზუსტად განსაზღვრონ, თუ როგორ იმოქმედონ ძალადობის შემთხვევის აღმოჩენისას, ვის მიმართონ და რა ღონისძიებების გატარება მოითხოვონ. მეტი

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღქმა თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში

შაბათი, 1 ნოემბერი, 2014 წელი

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქალებისა და გოგონების მიმართ განხორციელებული ძალადობისადმი და ოჯახში ძალადობისადმი საქართველოს მოსახლეობის, კერძოდ თბილისის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მაცხოვრებლების დამოკიდებულების დადგენა და ძალადობის მსხვერპლებისათვის არსებული მომსახურების არსებობის შესახებ ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა. მეტი

ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები ქვემო ქართლის რეგიონში

ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2014 წელი

2013 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ (ISSA) თანამშრომლობით, „ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობის ქალების საჭიროებების და პრიორიტეტების“ კვლევა განახორციელა. აღნიშნული კვლევა იმ გამოწვევებს და ბარიერებს მიმოიხილავს, რაც ეთნიკური უმცირესობის ქალებს ხელს უშლის, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღონ. მეტი

პატიმარ ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოში

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

კვლევის მიზანი იყო მსჯავდებულ ქალებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობის განსაზღვრა „პატიმარ ქალთა მიმართ მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესებთან (რეზოლუცია A/Res/65/229), ე.წ. „ბანგკოკის წესებთან”. მეტი

ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის სა­ ქართველოში“ (IAGE) ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს დაუკვეთა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა საჭი­როებებისა და პრიორიტეტების კვლევის ჩატარება. მეტი

სახელმძღვანელო ქალთა უფლებების ადვოკატირება მონაცემებზე დაყრდნობით

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

სახელმძღვანელო მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში„ (IAGE) ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიზანია შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელების გზით, საქართველოში მცხოვრებ ქალთა დაუცველი ჯგუფების კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინება. მეტი

ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოში

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

კვლევა მომზადებულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა და გოგონათა მდგომარეობისა და საჭიროებების შესაფასების და პოლიტიკის დონეზე საჭირო რეკომენდაციების შე­მუშავების მიზნით. მასში მონაწილეობდნენ სამიზნე რეგიონებში კომპაქტურად ჩასახლებული 10 ეთნიკური ჯგუ­ფის ქალები და გოგონები. მეტი

1 - 20  24 შესეგი