ჩვენ შესახებ

სხვა საკითხებთან ერთად გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს ქალთა და გოგონათა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრის, ქალთა შესაძლებლობების გაზრდის, ქალებსა და მამაკაცებს - როგორც განვითარების, ადამიანის უფლებების, ჰუმანიტარული ქმედების, მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში პარტნიორებსა და ბენეფიციარებს - შორის თანასწორობის მიღწევის მიზნით. გაიგე უფრო მეტი

ქ-ნი პუმზილე მლამბო ნქგუკა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია. მან თანამდებობრივი ფიცი 2013 წლის 19 აგვისტოს დადო. ქ-ნმა პუმზილე მლამბო ნქგუკამ თავისი კარიერა ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის საკითხებს მიუძღვნა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას თავის უზარმაზარ გამოცდილებასა და ცოდნას მოახმარს. გაიგე უფრო მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში 2001 წლიდან საქმიანობს. 2013 წელს ორგანიზაციამ საქართველოში თავისი წარმომადგენელი დანიშნა და ოფისი ჩამოაყალიბა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ამჟამინდელი საქმიანობა მიზნად ისახავს სახელმწიფო და არასამთავრობო პარტნიორებისთვის დახმარების გაწევას საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად. გაიგე უფრო მეტი

ერიკა კვაპილოვა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პირველი წარმომადგენელია. იგი საქმიანობას 2013 წლიდან შეუდგა. საქართველოში ჩამოსვლამდე ერიკა კვაპილოვა გაეროს ქალთა ორგანიზაციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური პროგრამების დირექტორი იყო, 2005-2009 წლებში კი, ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელის სტატუსით, დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში მოღვაწეობდა. გაიგე უფრო მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციას აღებული აქვს ვალდებულება, განახორციელოს დამოუკიდებელი და ობიექტური შიდა კონტროლი თავისი საქმიანობის ეფექტიანობისა და ქმედითობის გასაუმჯობესებლად. გაიგე უფრო მეტი

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე მომუშავე გაეროს სააგენტო (გაეროს ქალთა ორგანიზაცია) ასაქმებს პრაქტიკოს ექსპერტებს შემდეგი სამუშაოების შესასრულებლად. გაიგე უფრო მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია სხვადასხვა მიმწოდებლისა და კონსულტანტისაგან იძენს საქონელსა და მომსახურებას, რათა უზრუნველყოს ორგანიზაციის პროგრამების განხორციელება. გაიგე უფრო მეტი