გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომდგენელი საქართველოში

ერიკა კვაპილოვა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში
ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ საშა პრიშვინი

ერიკა კვაპილოვა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პირველი წარმომადგენელია. იგი საქმიანობას 2013 წლიდან შეუდგა. საქართველოში ჩამოსვლამდე ერიკა კვაპილოვა გაეროს ქალთა ორგანიზაციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური პროგრამების დირექტორი იყო, 2005-2009 წლებში კი, ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელის სტატუსით, დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში მოღვაწეობდა.

ერიკა კვაპილოვა ბრატისლავის კომენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი და მაგისტრია. გაეროში მოღვაწეობამდე მან 15 წელი სოციალური პოლიტიკის სფეროში კვლევებს მიუძღვნა და არაერთი საერთაშორისო კვლევის ჩატარებაში მიიღო მონაწილეობა. მან, როგორც მეცნიერმა, 4 წელი დაჰყო სტოკჰოლმის სოციალური კვლევის ინსტიტუტში, არის არაერთი კვლევის ავტორი სოციალური პოლიტიკისა და გენდერის საკითხებში.

2000 წლიდან ერიკა კვაპილოვა შრომისა და სოციალური საკითხების კვლევითი ინსტიტუტის, ასევე შრომის, ოჯახისა და სოციალური კვლევების სამინისტროსთან არსებული ბრატისლავის ოჯახის კვლევის საერთაშორისო ცენტრს ხელმძღვანელობდა. 2000 – 2004 წლებში კი იგი შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროს მრჩეველი იყო გედერის საკითხებში.