კოორდინაცია გაეროს სისტემის ფარგლებში

ფოტო: UNiTE აფრიკაში/მელატრა თამრატი

სისტემის სხვადასხვა ნაწილის ერთად მოქმედების შემთხვევაში მწირი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი.  გაეროს სისტემაში გაეროს ქალთა ორგანიზაციას მინიჭებული აქვს მანდატი - უხელმძღვანელოს, ხელი შეუწყოს და კოორდინირება გაუწიოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქალთა უფლებებისა და მათთვის არსებული შესაძლებლობების სრული რეალიზებისკენ. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოუწოდა გაეროს სისტემის ყველა შემადგენელ კომპონენტს, მათი მანდატების ფარგლებში ხელი შეუწყონ გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას, ქალთა შესაძლებლობების გაზრდას და უზრუნველყონ ქაღალდზე არსებული ვალდებულებების რეალურ წარმატებად ქცევა.

ამ თვალსაზრისით გაეროს ქალთა ორგანიზაცია დახმარებას უწევს გაეროს ეფექტიანი ქმედების გაძლიერებას გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე. ჩვენ ხელს ვუწყობთ შესაძლებლობების განვითარებას, რათა გენდერული თანასწორობის მიღწევას ცენტრალური ადგილი დაეთმოს პროგრამებსა და სხვადასხვა პოლიტიკაში, ადვოკატირებას ვუწევთ უფრო მეტი რესურსების გამოყოფას, ვხელმძღვანელობთ და ვახორციელებთ ერთობლივ პროგრამებს განვითარების სფეროში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებას ქალებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების შესახებ და წამყვანი როლი გვაკისრია გაეროს სისტემაში ქალების მდგომარეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებაში.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში გაეროს ქვეყნის საკოორდინაციო სისტემის ფარგლებში აწარმოებს თავის საქმიანობას. იგი უძღვება და კოორდინაციას უწევს გაეროს ქვეყნის გუნდის მუშაობას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სფეროებში და თავმჯდომარეობს მრავალი დაინტერესებული მხარისგან შემდგარ გენდერის თემატურ ჯგუფს.

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality