მმართველობა და ეროვნული დაგეგმვა

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ ჟუსტინა მელნიკევიჩი

გენდერული საკითხის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოში მუშაობის ახალი სფეროა. 2013-2014 წლებში ორგანიზაციამ შეაგროვა მონაცემები ეთნიკური უმცირესობების, პატიმარი და ყოფილი პატიმარი, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული, ასევე მაღალმთიან იზოლირებულ რეგიონებში მცხოვრები მოწყვლადი ქალების საჭიროებების შესახებ. საჭიროებათა შეფასების შედეგად მიღებული მონაცემები და წარმოდგენილი რეკომენდაციები ქმნის საფუძველს ხელისუფლების წარმომადგენელ შესაბამის პარტნიორებთან გაეროს ქალთა ორგანიზაციის და სამოქალაქო სექტორის დიალოგისათვის გენდერული საკითხის ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში უკეთ გასათვალისწინებლად.

აღნიშნული კვლევების შედეგად მოპოვებული მასალა ასევე გახდა პარტნიორობის პლატფორმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ადვოკატირებას უწევენ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის პრიორიტეტების უკეთ ასახვას სახელმწიფო და ადგილობრივი დონეების პოლიტიკაში, პროგრამებსა და ბიუჯეტებში. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მისი პარტნიორიების მიერ მუნიციპალურ მთავრობებსა და თემებში ზუგდიდში, საჩხერეში, თეთრიწყაროში, მარნეულსა და გორში დაინერგა და აქტიურად ხორციელდებოდა გენდერულად სენსიტიური ბიუჯეტირება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი აღნიშნულ საქმიანობას ნორვეგიის მთავრობისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

ბმულები
Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality