გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველო

მნიშვნელოვანი ამბები
გენდერული თანასწორობის ფონდის 2015 წლის ანგარიში

გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდი (FGE) ყველაზე დიდი გლობალური ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც, სამოქალაქო საზოგადოების პროგრამების მხარდაჭერის გზით, ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. 2015 წელს გენდერული თანასწორობის ფონდმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, ფონდ „სოხუმს“ გაუწია დახმარება. მეტი

რჩეული ვიდეო
ქართველი მორაგბეები კამპანიას „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ შეურთდნენ

ქართველმა მორაგბეებმა კამპანიას „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს. კამპანია გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(SIDA) თანადგომით მიმდინარეობს. პროგრამა საქართველოში გაეროს სამი სააგენტოს - UN Women-ის, UNFPA-ს და UNDP-ს მიერ ხორციელდება.