რას ვაკეთებთ

საქართველოში კონფლიქტების პრევენციაში, კონფლიქტების მოგვარებასა და მდგრად სამშვიდობო პროცესებში ქალების ეფექტური მონაწილეობის გასაზრდელად გაეროს ქალთა ორგანიზაცია (იმ დროს UNIFEM) პარტნიორებს 2001 წლიდან რეგულარულად ეხმარება. გაიგე უფრო მეტი

საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მთავრობასა და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. გაიგე უფრო მეტი

მზარდი ფაქტები და მონაცემები ადასტურებენ, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით განხორციელება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. გაიგე უფრო მეტი

გენდერული საკითხის ჩართვა ეროვნული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოში მუშაობის ახალი სფეროა. 2013-2014 წლებში ორგანიზაციამ შეაგროვა მონაცემები ეთნიკური უმცირესობების, პატიმარი და ყოფილი პატიმარი, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული, ასევე მაღალმთიან იზოლირებულ რეგიონებში მცხოვრები მოწყვლადი ქალების საჭიროებების შესახებ. გაიგე უფრო მეტი

სისტემის სხვადასხვა ნაწილის ერთად მოქმედების შემთხვევაში მწირი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. გაეროს სისტემაში გაეროს ქალთა ორგანიზაციას მინიჭებული აქვს მანდატი - უხელმძღვანელოს, ხელი შეუწყოს და კოორდინირება გაუწიოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქალთა უფლებებისა და მათთვის არსებული შესაძლებლობების სრული რეალიზებისკენ. გაიგე უფრო მეტი

გაეროს სამთავრობათაშორისო ფორუმებზე წევრი სახელმწიფოები იკრიბებიან, რათა იმსჯელონ და შეთანხმდნენ გენდერული თანასწორობის გლობალურ ნორმებსა და სტანდარტებზე. გაიგე უფრო მეტი