იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების კვლევა

Image

კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი. ასევე, შედარება 2013 წელს ჩატარებულ საბაზისო კვლევასთან. კვლევას ორმაგი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სისტემების მიმართ ხელმისაწვდომობის ზრდის საკითხებში მიღწეული ცვლილებების დოკუმენტურად ასახვა და მეორე მხრივ, პროექტის გავლენის გამოკვეთა სამართლებრივ სისტემებზე ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით.

კვლევა ჩატარდა 6 შერჩეულ ქალაქში: გორში, ქუთაისში, მარნეულში, რუსთავში, თბილისსა და ზუგდიდში. საგანგებოდ შემუშავებული კითხვარის მეშვეობით გამოიკითხნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები(18 წლის და ზემოთ) მარნეულში და იძულებით გადაადგილებული ქალები რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თბილისში. თითოეულ ქალაქში 700 რესპონდენტი (500 იძულებით გადაადგილებული და 200 - ეთნიკური უმცირესობებისწარმომადგენელი) გამოიკითხა.

კვლევა განხორციელდა 2015 წლის სექტემბერ-ნოემბერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალები თანასწორობისთვის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2015
გვერდების რაოდენობა
56
ISBN
ინგლისური, ქართული
news
უახლესი ამბები