ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღქმა თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში

Image

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქალებისა და გოგონების მიმართ განხორციელებული ძალადობისადმი და ოჯახში ძალადობისადმი საქართველოს მოსახლეობის, კერძოდ თბილისის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მაცხოვრებლების დამოკიდებულების დადგენა და ძალადობის მსხვერპლებისათვის არსებული მომსახურების არსებობის შესახებ ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა.

კვლევა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დაკვეთით გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევა ჩაატარა ადგილობრივმა კვლევითმა ორგანიზაციამ „საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი“. კვლევის შედეგები მათ შორის საფუძვლად დაედება ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაგეგმვასა და შესაბამის სახელმწიფო და არასამთავრობო უწყებების მიერ ძალადობის მსხვერპლთათვის შეთავაზებული მომსახურების პოპულარიზაციას.

საველე სამუშაოები ჩატარდა 2013 წლის ივლისი-სექტემბერში თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, რომლებიც ამავდროულად გაეროს ზემოაღნიშნული ერთობლივი პროგრამის სამიზნე რეგიონებია.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

Resource type(s): კაზუსები
პუბლიკაციის წელი
2014
გვერდების რაოდენობა
65
news
უახლესი ამბები