თემის მობილიზება მეტი საარსებო საშუალებებისთვის
თარიღი:
დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ინგირში ერთ-ერთი სათემო რესურსცენტრი მდებარეობს, რომელიც, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორის, „ფონდ ტასოს“ მხარდაჭერით ჩამოყალიბდა.
სათემო რესურსცენტრები ცდილობენ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს დაუკავშირდნენ და ისინი პროექტში „იძულებით გადაადგილებული პირების თანაბარი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ ჩართონ. პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ. საარსებო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, პროექტი საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. მოსალოდნელია, რომ 2017 წლის ბოლოსთვის საარსებო საშუალებების პროექტების განსახორციელებლად თანადაფინანსება მინიმუმ 700 მოწყვლად იგპ ოჯახს ექნება მიღებული. სათემო რესურსცენტრები, სწავლასა და თემის გაძლიერებაზე ორიენტირებულ აქტივობებთან ერთად, მოწყვლად იძულებით გადაადგილებულ პირებს წაახალისებს და, ამავდროულად, მათ მიერ საარსებო საშუალებებისა თუ სოციალური ინფრასტრუქტურის თანადაფინანსების პროექტებში განაცხადის შეტანას დაუჭერს მხარს.
„ფონდ ტასოსა“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან გამართულ შეხვედრაზე პოტენციური პროექტების განსახილველად ინგირიდან და 5 სხვა მეზობელი სოფლიდან 25 ადამიანი შეიკრიბა. ამ შეხვედრაზე სამმა მოზარდმა სათემო რესურსცენტრის დაარსების იდეა წარადგინა, რომელიც ინგირის მაგალითით იყო წახალისებული. ერთმა ქალმა საცხობის გახსნის სურვილი გამოთქვა, ხოლო მესამე მონაწილემ მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის ოცნების შესახებ ისაუბრა. ამას გარდა, შეხვედრაზე თანადაფინანსების მხარდაჭერის განაცხადის წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციის მომზადების კუთხით არსებული გამოწვევებიც გამოვლინდა, რადგანაც სამეგრელოს რეგიონში ბევრ იძულებით გადაადგილებულ პირს მიწაზე ოფიციალურად ხელი არ მიუწვდება. გამოწვევები აუცილებელი საბუთების უფასოდ მიღების თვალსაზრისითაც გამოიკვეთა. „იმისთვის, რომ მოწყვლადი გერქვას, მდიდარი უნდა იყო“, - განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ. ეს არის უკუკავშირი, რომელზეც შემდგომ რეაგირებას პროექტის პარტნიორები მოახდენენ.
მსგავსი სათემო რესურსცენტრი დასავლეთ საქართელოში, სოფელ მარტვილშიც გაიხსნა, რაც საარსებო საშუალებების იდეებისა და პროექტების გარდა, იმ ღონისძიებებს აწყობს, რომლებიც თემში სოციალურ ინკლუზიასა და თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრებას უჭერებ ხარს. მათ შორისაა, მაგალითად, წიგნის კითხვა და დისკუსია, სკოლაში სირთულეების მქონე ბავშვების დახმარება, კომპიუტერული კლასები, კონცერტები, გარე სივრცეების ერთად დალაგება, დოკუმენტური ფილმის ჩვენება და გენდერულ თანასწორობაზე დისკუსიების გამართვა. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ყველა სათემო რესურსცენტრს 100 ღონისძიება აქვს გამართული, რომლებშიც 540 პირი იყო ჩართული. ზოგიერთი მათგანი ამ ღონისძიებებში რეგულარულად მონაწილეობს.
მარტვილის ცენტრი ადგილობრივ ხელისუფლებას სისტემატურად უკავშირდება, რის შედეგადაც მოხალისეები აღნიშნავენ, რომ ისინი თემის საჭროებებზე უფრო მეტად რეაგირებენ. აქტივობები არა მხოლოდ იძულებით გადაადგილებული პირების, არამედ თემის ყველა წევრისთვისაა. როგორც ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს, „სოფლის ეს ნაწილი სათემო რესურსცენტრის გახნის შემდეგ უფრო გამოცოცხლდა“.
ცენტრს მოხალისეები ხელმძღვანელობენ და მისი საქმიანობა იძულებით გადაადგილებულ პირებთან თანამშრომლობას, თემსა თუ მის გარეთ მათ სოციალურ მობილიზაციას მოიცავს. „ფონდ ტასოს“ სათემო მუშაკის მხარდაჭერით, ცენტრი იძულებით გადაადგილებული მოწყვლადი პირების წახალისებას ცდილობს, რათა მათ თავიანთი იდეები განხორციელონ და საკუთარი თუ თემის ეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესონ.
სათემო რესურსცენტრები ცდილობენ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს დაუკავშირდნენ და ისინი პროექტში „იძულებით გადაადგილებული პირების თანაბარი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ ჩართონ. პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ. საარსებო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით, პროექტი საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. მოსალოდნელია, რომ 2017 წლის ბოლოსთვის საარსებო საშუალებების პროექტების განსახორციელებლად თანადაფინანსება მინიმუმ 700 მოწყვლად იგპ ოჯახს ექნება მიღებული. სათემო რესურსცენტრები, სწავლასა და თემის გაძლიერებაზე ორიენტირებულ აქტივობებთან ერთად, მოწყვლად იძულებით გადაადგილებულ პირებს წაახალისებს და, ამავდროულად, მათ მიერ საარსებო საშუალებებისა თუ სოციალური ინფრასტრუქტურის თანადაფინანსების პროექტებში განაცხადის შეტანას დაუჭერს მხარს.
„ფონდ ტასოსა“ და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან გამართულ შეხვედრაზე პოტენციური პროექტების განსახილველად ინგირიდან და 5 სხვა მეზობელი სოფლიდან 25 ადამიანი შეიკრიბა. ამ შეხვედრაზე სამმა მოზარდმა სათემო რესურსცენტრის დაარსების იდეა წარადგინა, რომელიც ინგირის მაგალითით იყო წახალისებული. ერთმა ქალმა საცხობის გახსნის სურვილი გამოთქვა, ხოლო მესამე მონაწილემ მსხვილფეხა პირუტყვის ყოლის ოცნების შესახებ ისაუბრა. ამას გარდა, შეხვედრაზე თანადაფინანსების მხარდაჭერის განაცხადის წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციის მომზადების კუთხით არსებული გამოწვევებიც გამოვლინდა, რადგანაც სამეგრელოს რეგიონში ბევრ იძულებით გადაადგილებულ პირს მიწაზე ოფიციალურად ხელი არ მიუწვდება. გამოწვევები აუცილებელი საბუთების უფასოდ მიღების თვალსაზრისითაც გამოიკვეთა. „იმისთვის, რომ მოწყვლადი გერქვას, მდიდარი უნდა იყო“, - განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ. ეს არის უკუკავშირი, რომელზეც შემდგომ რეაგირებას პროექტის პარტნიორები მოახდენენ.
ინგირის სათემო რესურსცენტრის მოხალისეები განმარტავენ, რომ ისინი „ფონდ ტასოსა“ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, რათა თემში გამოვლენილი გამოწვევების გამოსავალი იპოვონ, საარსებო საშუალებების პროექტში მონაწილეობა მისაღებად მხარი მოწყვლად იგპ-ებს დაუჭირონ, რაც თემში კავშირების გაძლიერებასაც გულისხმობს. როგორც ერთ-ერთმა მოხალისემ აღნიშნა: „ჩვენ ოფისში ყოველდღე, დილიდან საღამომდე ვმუშაობთ და როცა პრობლემას ვაწყდებით, იმ ერთ პატარა ჯგუფად გადავიქცევით ხოლმე, რომელიც გამოსავლის მოსაძებნად გადის. ამგვარად ჩვენ ერთმანეთსა და თემის სხვა ადამიანებს ვეცნობით, ბევრ საინტერესო რამეს ვნახულობთ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უცებ ჩვენს პატარა სოფელში ჩამოდის“.