„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება
საქართველოს საჯარო სამსახურში ქალთა წარმომადგენლობა მაღალი არ არის, გენდერული უთანასწორობა კი მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე - საჯარო დაწესებულებებში ხელმძღვანელების თანამდებობებზე საგრძნობლად იზრდება. პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა არასაკმარის წარმომადგენლობასთან ერთად, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალების დაბალი წარმომადგენლობა გენდერული თანასწორობის, დემოკრატიული მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.
წინამდებარე მოკლე მიმოხილვა წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასების შეჯამებას. აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავს, დაეხმაროს საჯარო სამსახურის ბიუროს გენდერული თანასწორობის კუთხით კანონში არსებული ხარვეზების გამოვლენასა და კანონმდებლობის გაუმჯობესებაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობისთვის საჯარო სამსახურში.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გენდერული ზეგავლენის შეფასება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. კვლევა ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, 2022-2023 წლებში ჩაატარა. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.