COVID-19-ის გავლენის შეფასება ოჯახში დასაქმებულ ქალებზე საქართველოში

Image
COVID-19-ის გავლენის შეფასება ოჯახში დასაქმებულ ქალებზე საქართველოში

ოჯახში დასაქმებულები, როგორც ჯგუფი, უხილავი და დაუფასებელი იყო COVID-19-ის პანდემიამდე. კრიზისმა კი ამ ჯგუფის მოწყვლადობა გამოკვეთა, მათი სამსახური კი უფრო მეტად არასაიმედო და არასტაბილური გახადა. „COVID-19-ის გავლენის შეფასება ოჯახში დასაქმებულ ქალებზე საქართველოში“ წარმოადგენს სიღრმისეული თვისებრივი კვლევის შედეგებს COVID-19-ის ზეგავლენის შესახებ ოჯახში დასაქმებული ქალების ცხოვრებაზე, გამოკვეთს მათ გამოწვევებსა და საჭიროებებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და პრაქტიკოსებს ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს სთავაზობს.

გამოცემა მომზადდა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, WeResearch-ის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ქართული, ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2020
გვერდების რაოდენობა
40