ქალთა რესურსცენტრები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების წინა ხაზზე აზერბაიჯანში

Image
Women’s Resource Centers at the forefront of women’s economic empowerment in Azerbaijan

პუბლიკაცია იმ ხუთი მეწარმე ქალის ისტორიებს გიამბობთ, რომლებსაც გაეროს განვითარების პროგრამის აზერბაიჯანის ოფისი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია უწევდნენ მხარდაჭერას. ინკლუზიის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, ასევე, სოციალური მხარდაჭერის სისტემების შექმნით, ქალთა რესურსცენტრები აზერბაიჯანში ქალებს ეხმარებიან, რაც მათთვის პოტენციალის რეალიზების ერთგვარი სტიმულია. ამ რესურსცენტრებს ასობით ქალი იყენებს. მათ უკვე აქვთ სივრცე, სადაც შეუძლიათ, ერთმანეთს შეხვდნენ, კავშირები დაამყარონ და როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად განვითარდნენ. პუბლიკაციაში წარმოდგენილი ხუთივე ქალი სოფლებში ცხოვრობს და აზერბაიჯანელი ქალების პოტენციალის მაგალითს წარმოადგენს.

პროექტის ხელშეწყობით, ქალთა რესურსცენტრები ბაქო-ხაზარისა და გუსარის რეგიონებში გაიხსნა. ასევე გაძლიერდა ქალთა რესურსცენტრი საბირაბადში.

პუბლიკაცია მომზადდა გაეროს განვითარების პროგრამის აზერბაიჯანის ოფისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ინგლისური, აზერბაიჯანული

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2020
გვერდების რაოდენობა
32