Image

კვლევა „მასწავლებლების მიერ ბავშვთა და ქალთა მიმართ ძალადობის შეტყობინება, ქცევა, დამოკიდებულებები და ნორმები“ ქცევითი მეცნიერების ჩარჩოზე დაყრდნობით შემუშავდა და ასაკითა და სქესით სეგრეგირებულ მონაცემს აერთიანებს. კვლევა აფასებს, რამდენად ინფორმირებულები არიან მასწავლებლები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებული კანონმდებლობისა და სერვისების შესახებ, რა დამოკიდებულებები აქვთ მათ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფენომენსა თუ სოციალურ ნორმებზე და განსაზღვრავს წამახალისებელი ქცევის მექანიზმებს ძალადობის შემთხვევებზე შესაბამისი უწყებისთვის მიმართვიანობის მიზნით.
კვლევა ჩატარდა CRRC საქართველოს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთითა და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.