
მსოფლიო ქალთა პროგრესი 2019-2020: ოჯახები ცვალებად მსოფლიოში; მოკლე მიმოხილვა

მსოფლიო სწრაფად იცვლება. შესაბამისად, იცვლება ოჯახები და ქალებისა და გოგოების როლიც ოჯახში. როგორც ადრე, ოჯახის „სტანდარტული“ ფორმა ამჟამადაც არ არსებობს. საჭიროა კანონმდებლობისა თუ პოლიტიკის ცვლილება და ადაპტირება, რათა ოჯახების მხარდაჭერა და ოჯახის ყველა წევრის საჭიროებების დაკმაყოფილება მოხდეს. სწორედ ამ მიზნით, „მსოფლიო ქალთა პროგრესი“ აფასებს ოჯახური ცხოვრების ცვლილების მასშტაბსა თუ ფარგლებს და მათ გავლენას გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებაზე.
მსოფლიოს საუკეთესო ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით, ანგარიშში წარმოდგენილია ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმა, რომელიც პოლიტიკის განმსაზღვრელი მხარეებისთვისაა (გენდერული თანასწორობის მხარდამჭერები, მთავრობები, საერთაშორისო განვითარების სააგენტოები) განკუთვნილი. იგი მიზნად ისახავს ყველა ქალისა და გოგოსთვის ადამიანის უფლებების რეალობად ქცევას მათი ოჯახების მდგომარეობის მიუხედავად.