ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის სა ქართველოში“ (IAGE) ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს დაუკვეთა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებისა და პრიორიტეტების კვლევის ჩატარება. კვლევის საბოლოო მიზანი იყო მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების იდენტიფიცირება და კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების გამოყენება ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინაშე ადვოკატირებისთვის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად, მომსახურების მიწოდებაში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და გამოწვევებთან გასამკლავებლად.
მონაცემების შეგროვება განხორციელდა როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდის გამოყენებით. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში 400 ინდივიდი [259 ქალი და 141 კაცი] გამოიკითხა სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის მაღალმთიან რეგიონებში.
ონლაინ ვერსია/ჩამოტვირთვა
ბეჭდური ვერსიის გამოწერა
არსებული ენები: ქართული, ინგლისური
ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია
Geographic coverage: ევროპა და ცენტრალური აზია; საქართველო
თემები: სოფლად მცხოვრები ქალები; მმართველობა და ეროვნული დაგეგმარება
Resource type: კაზუსები
პუბლიკაციის წელი: 2014
გვერდების რაოდენობა: 34
Publishing entities: გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერებისთვის (UN Women)