
ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოში

კვლევა მომზადებულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა და გოგონათა მდგომარეობისა და საჭიროებების შესაფასების და პოლიტიკის დონეზე საჭირო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. მასში მონაწილეობდნენ სამიზნე რეგიონებში კომპაქტურად ჩასახლებული 10 ეთნიკური ჯგუფის ქალები და გოგონები.
კვლევის მიზანს და ამოცანას წარმოადგენდა საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა ქალების მდგომარეობის შესწავლა, მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების დადგენა, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მხრიდან სხვადასხვა მომსახურების მიწოდების დადგენა, ასევე იმის გაანალიზება, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მომსახურებები ქალთა მოლოდინს და საჭიროებებს; მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფოს მიერ გაწეული სხვადასხვა მომსახურების აღქმის შეფასება; დასკვნების გამოტანა და რეკომენდაციების წარმოდგენა. კვლევა განხორციელდა 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.
კვლევა მოიცავს შემდეგ სფეროებს: სოციალურ-ეკონომიკური მიმოხილვა, ქალთა სოციალური და ეკონომიკური დამოკიდებულების (დამოუკიდებლობის) ჭრილში; იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობა და სხვადასხვა ჯგუფის შესაბამისი კულტურული ღირებულებების გათვალისწინებით ამ მომსახურების გამოყენება; საჯარო სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობა როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივ დონეებზე; ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ელემენტის ხელმისაწვდომობა; ოჯახური ურთიერთობების სპეციფიკური გენდერული ასპექტები, როგორიც არის ოჯახში ძალადობა; ქალებს შორის გენდერული თანასწორობის შესახებ ინფორმირებულობა ადგილობრივ (რეგიონულ და მუნიციპალურ) დონეებზე, მათი პოლიტიკური ჩართულობა და საჯარო ცხოვრებისადმი ინტერესი; ეთნიკური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება.