ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ერონული საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ევროკავშირის მხარდაჭერითა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ეროვნული საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

 National communication action plan on violence against women and domestic violence underway
შეხვედრის მონაწილეები საკომუნიკაციო კამპანიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ეროვნული საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლების ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლების/ძალადობაგანცდილი პირების დაცვისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში იწერება. გეგმა ასევე ეფუძნება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ეროვნულ საკომუნიკაციო სტრატეგიას, რომელიც უწყებათაშორისმა კომისიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით შეიმუშავა. ინიციატივის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით სამთავრობო ძალისხმევის კოორდინაციისა და დაგეგმარების გაუმჯობესებაა.

სამუშაო შეხვედრის შედეგად შემუშავებული დოკუმენტი კონსულტაციისთვის სამოქალაქო საზოგადოებას წარედგინება. დოკუმენტის დამტკიცება 2017 წლის დეკემბერში იგეგმება.

აღნიშნული ინიციატივა პირდაპირ პასუხობს საქართველოს მთავრობის მიერ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციით აღებულ ვალდებულებას. კონვენციის რატიფიცირება საქართველოს მიერ 2017 წლის მაისში მოხდა, რაც ქვეყნის მთავრობას პასუხისმგებლობას აკისრებს, რეგულარულად განახორციელოს საინფორმაციო კამპანიები და პროგრამები ქალებისა და გოგოების, ასევე ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.