ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში

Image

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის სა­ ქართველოში“ (IAGE) ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს დაუკვეთა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა საჭი­როებებისა და პრიორიტეტების კვლევის ჩატარება. კვლევის საბოლოო მიზანი იყო მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის სოციალური და ეკო­ნომიკური საჭიროებების იდენტიფიცირება და კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების გამო­ყენება ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წინაშე ადვოკატირებისთვის პოლიტიკის გასაუმჯო­ბესებლად, მომსახურების მიწოდებაში გამოვლე­ნილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და გამოწვევებთან გასამკლავებლად.

მონაცემების შეგროვება განხორციელდა როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევის მე­თოდის გამოყენებით. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში 400 ინდივიდი [259 ქალი და 141 კაცი] გამოიკითხა სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის მაღალმთიან რეგიონებში.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ქართული, ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

Resource type(s): კაზუსები
პუბლიკაციის წელი
2014
გვერდების რაოდენობა
34
news
უახლესი ამბები