პატიმარ ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოში

Image

კვლევის მიზანი იყო მსჯავდებულ ქალებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობის განსაზღვრა „პატიმარ ქალთა მიმართ მოპყრობისა და მსჯავრდებულ  ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესებთან (რეზოლუცია A/Res/65/229), ე.წ. „ბანგკოკის წესებთან”.

კვლევა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში” (IAGE) ფარგლებში. კვლევა განახორციელა ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის” სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ოფისმა. კვლევის საბოლოო მიზანი იყო, მისი შედეგების და რეკომენდაციების გამოყენება პოლიტიკასა და მომსახურებაში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის ადვოკატირებისთვის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.

კვლევა ჩატარდა 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ანონიმური და ნებაყოფლობითი კითხვარების, ფოკუს ჯგუფების და ჩაღრმავებული ინტერვიუების გამოყენებით.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

Resource type(s): კაზუსები
პუბლიკაციის წელი
2014
გვერდების რაოდენობა
28
news
უახლესი ამბები