ქალთა მეწარმეობის განვითარების შეფასება საქართველოში
საქართველოში ქალთა მეწარმეობის განვითარების შეფასების მთავარ მამოძრავებელს წარმოადგენს რწმენა, რომ მეტი ქალი მეწარმის საქმიანობის წარმატების მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.
კვლევა წარმომადგენლობითია და მიზნად მეწარმე ქალების იმ გამოწვევების შესწავლას ისახავს, რომლებიც მათთვის ბიზნესის დაწყებასა და განვითარებას აფერხებს. ამასთან, იგი აერთიანებს ადგილობრივ ეკოსისტემაზე მორგებულ სტრატეგიულ რეკომენდაციებს ქვეყანაში მეწარმე ქალების პოტენციალის რეალიზებისთვის ხელსაყრელ გარემოს შესაქმნელად.
კვლევა ჩატარდა ქალთა მეწარმეობის განვითარების საერთაშორისო კონსულტანტების, CRRC საქართველოსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ერთობლივი მუშაობით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „ქალთა მეწარმეობის განვითარების შეფასების“ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.
კვლევა წარმოადგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ ძალისხმევას. იგი ჩატარდა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.