Image

სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე რეაგირების პრაქტიკულ ინსტრუქციას სთავაზობს. მისი მიზანია, დაეხმაროს საჯარო უწყებებს სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე ეფექტიან რეაგირებაში და უსაფრთხო, ქალისა და კაცისთვის მხარდამჭერი გარემოს შექმნაში.
სახელმძღვანელო შემუშავდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიასთან თანამშრომლობით, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ (GG4GEG) ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.