Image

პროფესიული განათლებისა და დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამების გენდერული ზეგავლენის შეფასება (GIA) ჩატარდა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.
წინამდებარე კვლევა წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამების გენდერული ზეგავლენის ex-post შეფასებას.