Image

სიღარიბე მრავალმხრივი ფენომენია. იგი საზოგადოების ყველა სექტორს — შრომის ბაზარს, ოჯახებს, სოციალური დაცვის სისტემებსა და პოლიტიკურ ცხოვრებას ერთმანეთთან აკავშირებს. სიღარიბე ქალებსა და კაცებზე განსხვავებულად მოქმედებს. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოში სწორედ ამ განსხვავებულ მიზეზებსა და გამოცდილებებს მიმოიხილავს.
დოკუმენტი მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ და პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.