აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომა საქართველოში
ქალებს აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არაპროპორციულად დიდი ტვირთი აწევთ, რაც საზოგადოებაში მათ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომას ქვეყნის ეკონომიკურ და საზოგადოებრივ კეთილდღეობაში დიდი წვლილი აქვს, თუმცა იგი, ძირითადად, უხილავი და აუღიარებელი რჩება. დოკუმენტი განიხილავს საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის თვალსაზრისით არსებულ გენდერულ უთანასწორობას, რომელიც COVID 19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა.
დოკუმენტი მომზადებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ და პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.