Image

საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის ახალი სახელმძღვანელო მომზადდა. სახელმძღვანელოს მიზანი გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის პრაქტიკულ საქმიანობაში დახმარება, სისხლის სამართლის საქმეებზე უკეთესი შედეგების მიღწევა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნაა.
სახელმძღვანელო გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია Equality Now-ს, ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, მათ შორის სასამართლოს წარმომადგენლების მხარდაჭერით შემუშავდა.