Image

წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობამ ოჯახზე მორგებული სოციალური უზრუნველყოფის ისეთი შემწეობები და სერვისები უნდა შექმნას, რომელთა მიზანი სხვადასხვა ფორმის ოჯახების მხარდაჭერა და ქალთა უფლებების დაცვაა. გაეროს კომისიამ ქალთა სტატუსის შესახებ მოუწოდა მთავრობებს, განახორციელონ ოჯახზე მორგებული ისეთი პოლიტიკა, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ქალთა გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პოლიტიკის ამ პაკეტის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, მაგალითად, სოციალური დაცვა, მზრუნველობის სერვისები, საყოველთაო დაზღვევა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებებზე წვდომასაც უზრუნველყოფს და მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგითა და მიზნებითაც არის გათვალისწინებული.