
სომხეთისა და საქართველოს შრომის ბაზრის რეგულაციების გენდერული ანალიზი

კვლევა „სომხეთისა და საქართველოს შრომის ბაზრის რეგულაციების გენდერული ანალიზი“ მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტის დილბარ ტურახანოვას მიერ, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ საწყისი ფაზის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.
გენდერული ანალიზის ძირითად მიზანს წარმოადგენდა შრომის ბაზრის რეგულაციების როლისა და რელევანტურობის შეფასება - თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს მათი არარსებობა ან ნაკლოვანებები ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის გაზრდაზე. ასევე, კვლევა მიზნად ისახავდა შეფასებას, თუ შრომის ბაზრის რომელ რეგულაციებს (პოლიტიკას და ინსტიტუტებს) შესწევს უნარი, ზემოქმედება მოახდინოს შრომის ბაზრის მიწოდების ასპექტზე, რათა ქალები არაოფიციალურიდან ოფიციალურ ეკონომიკაში გადავიდნენ. გენდერული ანალიზის ჩატარების შედეგად, შემუშავდა რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული რეგულაციების გაძლიერება/მათი მიზნობრიობის გაუმჯობესება, რათა გაიზარდოს ქალების, განსაკუთებით მარგინალიზებული და მოწყვლადი ქალების დასაქმება და ანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე ხელმისაწვდომობა.