
იძულებით გადაადგილებულ და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა

კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სიტუაციის და სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება.
კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა კითხვარი. გამოიკითხნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები (18 წლის და მეტი) მარნეულში და იძულებით გადაადგილებული ქალები რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თბილისში. შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა იყო 700 რესპონდენტი (500 იძულებით გადაადგილებული ქალი და 200 ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი ქალი). გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი სტრატიფიცირებული (კლასტერული) შერჩევა, რომელიც გამოირჩევა კვლევაში გეოგრაფიული და დემოგრაფიული მახასიათებლების რეპრეზენტატულობით.
გამოკითხვა ჩატარდა 2013 წლის ოქტომბერ – ნოემბერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დაკვეთით.