გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამდღიან ფესტივალს „ქალი კადრში“ უმასპინძლა

თარიღი:

შთამბეჭდავი ისტორიები განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და ინტერესების ქალებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება და ირგვლივ არსებული გარემო უკეთესობისკენ შეცვალეს. ამ შინაარსის ფილმები წარუდგინა საზოგადოებას გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ახალი დოკუმენტური კინოფესტივალის ,, ქალი კადრში’’ ფარგლებში.

კინოფესტივალის "ქალი კადრში" გახსნა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანზიაცია/მაკა გოგალაძე
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდ „ნოოსფერას“ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პირველი ერთობლივი ინიციატივა იყო. ფესტივალზე მეტწილად ნაჩვენები იყო ქალი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმები ქალთა უფლებებზე. „დარწმუნებული ვარ, დოკუმენტურ ფილმებს აქვთ საოცარი ძალა, რათა საზოგადოება დააფიქროს და გააკეთილშობილოს. დოკუმენტური ფილმები ხომ რეალურ ადამიანებზეა, რომლებიც შემდეგ ჩვენი წარმოსახვითი მეგობრები ხდებიან და სიცოცხლის ბოლომდე ჩვენთან რჩებიან“, - აღნიშნა ფონდ „ნოოსფერას“ ხელმძღვანელმა და საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალ CinèDoc-ის დამფუნებელმა არჩილ ხეთაგურმა.

ფესტივალი დანიელი რეჟისორის, ბერიტ მადსენის ფილმით „სეპიდე“გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში სამი დღის განმავლობაში, 4-6 მარტს დანიელი, ქართველი, ებრაელი, პოლონელი და ბელგიელი კინემატოგრაფისტების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. 

კინოფესტივალის "ქალი კადრში" გახსნა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/იანა ყორბეზაშვილი
,,დაუვიწყარი ფილმებია წარმოდგენილი კინოფესტივალზე. ეს ნამუშევრები მარადიულ ღირებულებებზეა და კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას იმ ბარიერებსა და სტარეოტიპებს, რომლებსაც ქალები თანამედროვეობაში აწყდებიან,“- აღნიშნა ქალთა უფლებების დაცვის და ორგანიზაცია’’ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დირექტორმა ანა აბაშიძემ.

კინოჩვენებები 4 მარტს, კინოთეატრ „ამირანში“გაიხსნა. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამი დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს უმასპინძლა. გენდერული კვირეულის ფარგლებში, თავისუფალმა დასწრებამ ქალთა უფლებებზე შექმნილი ფილმების ნახვის საშუალება ასობით მაყურებელს მისცა.