საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe შეუერთდა

თარიღი:

ქართველი მორაგბეები HeForShe-ს შეუერთდნენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები ანგარიშით 35:24 დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა ეს შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნეს და მხარდაჭერა გამოუცხადეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe. მოედანზე ქართველი მორაგბეები სწორედ ამ კამპანიის მაისურებში გამოწყობილმა გოგონებმა გააცილეს.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში 2011 წლიდან მონაწილეობს. ამ კამპანიის ფარგლებში, მორაგბეებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის სპეციალური ჯილდო საქართველო - იაპონიის საერთაშორისო ტესტ-მატჩის საუკეთესო მოთამაშეს, ლაშა ლომიძეს გადაეცა.