დასაქმება

არსებული ვაკანსიები | ექსპერტებისა და ტრენერების სია
უმცროსი პროფესიონალი ოფიცრებისთვის არსებული შესაძლებლობები | სტაჟირების პროგრამები

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე მომუშავე გაეროს სააგენტო (გაეროს ქალთა ორგანიზაცია) ასაქმებს პრაქტიკოს ექსპერტებს შემდეგი სამუშაოების შესასრულებლად.

შენიშვნა: ყველა ვაკანსიაზე განცხადების შემოტანისას მოითხოვება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პერსონალური ისტორიის ფორმა (P11) და იგი CV/რეზიუმეს ნაცვლად თან უნდა დაერთოს ონლიან შემოტანილ განაცხადს.

ამჟამად არსებული ვაკანსიები

შენიშვნა: გაეროს ქალთა ორგანიზაციის ის ვაკანსიები, რომელზეც განაცხადები გარე პირებმა უნდა შემოიტანონ, განთავსებულია გაეროს განვითარების პროგრამის ვაკანსიების ვებგვერდზე, ასევე ზემოთ მითითებულ ჩამონათვალში.ზემოთ მოცემულ განცხადებაზე დაწკაპუნებით განმცხადებლები ავტომატურად გადავლენ ვაკანსიაზე, რომელიც გამოქვეყნებულია გაეროს განვითარების პროგრამის ვაკანსიების იმ ვებგვერდზე, სადაც განაცხადის შეტანაა შესაძლებელი. გაეროს ქალთა ორგანიზაცია განიხილავს მხოლოდ გაეროს განვითარების პროგრამის ვაკანსიების ვებგვერდის მეშვეობით, ონლიან შემოტანილ განაცხადებს. აღნიშნული განაცხადების შემომტანი პირები  განაცხადის მიღების ავტომატურ დადასტურებას მიიღებენ. იმის გამო, რომ განაცხადების რაოდენობა, როგორც წესი, დიდია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ მათ, ვინც გასაუბრების გასავლელ მოკლე სიაში მოხვდება.

გაეროს სისტემის სხვა ვაკანსიები:CTBTO, FAO, IAEA, ICAO, ICC, ICDDR,B, ICJ, IFAD, ILO, IMO, IPU, IRENA, ISA, ITC, ITC-ILO, ITLOS, ITU, OPCW, OSCE, PAHO, UN, UNAIDS, UNDP, UNESCO, UNFCCC, UNFPA, UN-HABITAT, UNHCR, UNICEF, UNIDO, UNOPS, UNOV, UNRWA, UNSSC, UNU, UNWTO, UPU, WFP, WHO, WIPO, WMO 

ექსპერტებისა და ტრენერების როსტერი

გენდერულ საკითხებში ექსპერტებისა და ტრენერების გაეროს ქალთა ორგანიზაციის როსტერი წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომელიც ეხმარება გაეროს ქალთა ორგანიზაციას, გამოავლინოს და მობილიზება გაუწიოს გენდერული თანასწორობის სფეროში გამოცდილ პროფესიონალებსა და ტრენერებს მთელი მსოფლიოდან. დარეგისტრირება შეუძლიათ გენდერული თანასწორობის, ეკონომიკური გაძლიერების, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე აივ/შიდს-ის სფეროებში სპეციალისტებს. შემოიტანეთ განაცხადი, რათა განხილული იყოს როსტერში თქვენი ჩართვის საკითხი. ეწვიეთ როსტერს.

უმცროსი პროფესიონალი ოფიცრებისთვის არსებული შესაძლებლობები (JPO)

უმცროსი პროფესიონალი ოფიცრებისთვის არსებული შესაძლებლობების პროგრამა დონორების მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც პროფესიონალებს დონორი ქვეყნებიდან საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა შესაბამის სააგენტოებს მათ ქვეყნებში პირდაპირ უნდა მიმართონ. გთხოვთ, ამ შესაძლებლობებთან დაკავშირებით ნუ მიმართავთ გაეროს ქალთა ორგანიზაციას. უმცროსი პროფესიონალი ოფიცრებისთვის არსებული შესაძლებლობების პროგრამასთან და განაცხადის შეტანის პროცედურასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

სტაჟირების პროგრამა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის სტაჟირების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლების გამორჩეული, მცირე რაოდენობის კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც ამჟამად  სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებში მონაწილეობენ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მუშაობის უშუალო გაცნობას ითვალისწინებს.  იგი მიზნად ისახავს, მრავალმხრივი ტექნიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტში პრაქტიკული გამოცდილებით  განავრცოს ქალთა განვითარებაზე ორიენტირებული კურსები, თუმცა იგი ასევე განავრცობს სხვა საერთაშორისო კურსებსაც, სამართლის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ »

news
Closing soon
news
უახლესი ამბები