ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017 - მიღებული გამოცდილება
პუბლიკაცია მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიებისა და ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის (DFID) ფინანსური მხარდაჭერით.
პუბლიკაციაში აღწერილია 2017 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის შედეგად მიღებული გამოცდილება.
პუბლიკაციის მიზანია, კვლევის განხორციელების შედეგად მიღებული გამოცდილების დოკუმენტირება და ანალიზი. იგი კვლევის განხორციელების ყველა ეტაპს აღწერს და მკითხველებს, მათ შორის მკვლევარებს, მთავრობებსა და განვითარების პარტნიორებს, ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევების განხორციელებისთვის პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს სთავაზობს.