ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა სომხეთში

ანგარიში „ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა სომხეთში“ იკვლევს ქალების ეკონომიკური არააქტიურობისა და არაფორმალური დასაქმების მიზეზებსა და შედეგებს სომხეთში, რათა ხელი შეუწყოს ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდას. კვლევის მეთოდოლოგია თვისებრივ და რაოდენობრივ კომპონენტს აერთიანებს. თვისებრივი მონაცემების შეგროვება ფოკუს ჯგუფებსა და ექსპერტებთან ინტერვიუებს მოიცავდა, რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას გულისხმობდა, რომელიც, თავის მხრივ, სომხეთის მოსახლეობისთვის წარმომადგენლობითია. სულ 1,429 რესპონდენტი გამოიკითხა.

კვლევა მომზადდა პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ საწყისი ფაზის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC სომხეთი), დოქტორმა ალექსის დაიმონდმა და დოქტორმა მარგარეტ ჯენკინსმა კვლევის დიზაინი და შედეგების ანალიზი შეასრულეს, CRRC სომხეთმა კი მონაცემთა შეგროვება განახორციელა.

ონლაინ ვერსია/ჩამოტვირთვა

ინგლისური

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები: ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

Geographic coverage: ევროპა და ცენტრალური აზია; საქართველო

თემები: ეკონომიკური გაძლიერება

Resource type: სამეცნიერო სტატიები

პუბლიკაციის წელი: 2018

გვერდების რაოდენობა: 40

Publishing entities: გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერებისთვის (UN Women)