ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა 2016 წლის 21 ივლისს, საქართველოს მთავრობის N341 დადგენილებით დამტკიცდა.
ახალი გეგმა სცდება ოჯახში ძალადობის საკითხებს და აგრეთვე ფარავს ქალთა მიმართ ძალადობის ისეთ სხვა ფორმებს, როგორიცაა სექსუალური ძალადობა და ადრეული ქორწინება. პირველად, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის გენდერულ ხასიათს და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ფენომენს გლობალურ ჭრილში განიხილავს, მისდევს რა ევროპის საბჭოს კონვენციის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია) ლოგიკას, რომელსაც საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი.
ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016 - 2017 წლების სამოქმედო გეგმის“ ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად, განისაზღვრა ცალსახა ინდიკატორები, საბაზისო და სამიზნე ნიშნულები როგორც მიზნების, ისე ამოცანების დონეზე.