აღმასრულებელი დირექტორი: პუმზილე მლამბო ნქგუკა

პუმზილე მლამბო ნქგუკა. (ფოტო: მარკო გრობი.)
პუმზილე მლამბო ნქგუკა. (ფოტო: მარკო გრობი.)
ჩამოტვირთეთ მაღალი რეზოლუციის ფოტო »

პუმზილე მლამბო ნქგუკა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია. მან თანამდებობრივი ფიცი 2013 წლის 19 აგვისტოს დადო. ქ-ნი მლამბო ნქგუკა, რომელმაც თავისი კარიერა ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის საკითხებს მიუძღვნა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას თავის უზარმაზარ გამოცდილებას და ცოდნას მოახმარს. ქ-ნი მლამბო ნქგუკა სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, ასევე კერძო სექტორში მუშაობდა. იგი აქტიურად იყო ჩართული საკუთარ სამშობლოში - სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

2005-დან 2008 წლამდე ქ-ნ მლამბო ნქგუკას სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის მოადგილის თანამდებობა ეკავა და კურირებდა პროგრამებს, რომლებიც მიმართული იყო სიღარიბესთან ბრძოლის და ასევე, მზარდი ეკონომიკის პოზიტიური შედეგებით ღარიბი ადამიანების უზრუნველყოფისკენ. ეს პროგრამები განსაკუთრებული  ქალებზე ფოკუსირდებოდა.  1999-2005 წლებში, იგი სასარგებლო წიაღისეულისა და ენერგეტიკის მინისტრად, ხოლო 1996-1999 წლებში - ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. 1994-1996 წლებში კი იყო სამხრეთ აფრიკის პირველი დემოკრატიული ხელისუფლების პარლამენტის წევრი

ქ-ნმა პუმზილე მლამბო ნქგუკამ თავისი კარიერა მასწავლებლობით დაიწყო, ხოლო საერთაშორისო გამოცდილება ჟენევაში, მსოფლიოს ახალგაზრდა ქალების ქრისტიანული ასოციაციის (YWCA) კოორდინატორად მუშაობისას მიიღო, სადაც მან ახალგაზრდა ქალებისთვის გლობალური პროგრამა დააარსა. ასევე მისი დაფუძნებულია უმლამბოს ფონდი, რომელიც მხარს უჭერს ლიდერობასა და განათლებას. ქ-ნი პუმზილე მლამბო ნქგუკას დიდი ხნის განმავლობაში იცავდა ქალთა უფლებებს. მისი სახელი უკავშირდება რამდენიმე ორგანიზაციას, რომლებიც განათლების, ქალთა შესაძლებლობების გაფართოების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ.

ქ-ნმა პუმზილე მლამბო ნქგუკამ სადოქტორო დისერტაცია განათლებისა და ტექნოლოგიის საკითხებზე უორვიკში, გაერთიანებულ სამეფოში დაიცვა.

news
უახლესი ამბები