გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომდგენელი საქართველოში

კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში
კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში

2021 წლის აგვისტოდან კაორი იშიკავა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელია. მას 20-ზე მეტ ქვეყანაში სამშვიდობო, ჰუმანიტარული და განვითარების პროგრამების მართვის, პოლიტიკის დონეზე ადვოკატირების 20 წელზე ხანგრძლივი, მრავალმხრივი გამოცდილება აქვს.

საქართველოში ჩამოსვლამდე ქალბატონი იშიკავა გაეროს მოსახლეობის ფონდის მონღოლეთის ოფისს ხელმძღვანელობდა. მანამდე კი იგი გაეროს მოსახლეობის ფონდის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობებსა და განყოფილებებში მუშაობდა, მათ შორის ლაოსის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, იემენში, ინდონეზიაში, ავღანეთსა და მიანმარში. იგი არაბულ სახელმწიფოებში გაეროს მოსახლეობის ფონდის (ASRO) კაიროს რეგიონულ ოფისში საქმიანობდა. ამას გარდა, ნიუ-იორკში, გაეროს მოსახლეობის ფონდის სათავო ოფისის ტექნიკური განყოფილების გენდერის, ადამიანის უფლებათა და კულტურის ფილიალის გენდერის სპეციალისტი იყო.

გაეროს მოსახლეობის ფონდამდე კაორი იშიკავა გაეროს გარემოს დაცვის პროგრამასა (UNEP) და იაპონიის ორგანიზაცია ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, (JOICFP) იაპონიაში მუშაობდა.

ქალბატონი იშიკავა იაპონელია. მას აქვს იაპონიის რიტსუმეიკანის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციოლოგიაში, სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკისა და მოსახლეობის დაბერების სპეციალიზაციით, ფლობს დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის განვითარების კვლევების დიპლომს, სოციალური კვლევების ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხს ქალი და განვითარების განხრით ნიდერლანდებში და ბრიტანეთის ვარვიკის ბიზნესის სკოლის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.

კაორი იშიკავა დაქორწინებულია. მას ერთი ქალიშვილი ჰყავს.

news
უახლესი ამბები