მარიამ კვანჭიანი საქართველოდან: „თუ მშვიდობის მშენებლობაში ქალები მეტად ჩაერთვებიან, ნდობაც უფრო მარტივად აღდგება”

თარიღი:

[ფოტო ესე]

25 წლის მარიამ კვანჭიანი დევნილების ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შეცვლაზე მუშაობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
25 წლის მარიამ კვანჭიანი დევნილების ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შეცვლაზე მუშაობს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

25 წლის მარიამ კვანჭიანი აფხაზეთიდან დევნილია. დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონის ქალაქ წყალტუბოში, მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს.

სკოლის დამთავრების შემდეგ მარიამ კვანჭიანმა სწავლა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო, თუმცა პირველი კურსის შემდეგ დაქორწინდა, მალევე შვილები გააჩინა და მთელი დრო ოჯახზე ზრუნვას დაუთმო. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

მისი მშობლები წყალტუბოში ომის შემდეგ ჩამოვიდნენ და სხვა დევნილი ოჯახების მსგავსად, სანატორიუმში დასახლდნენ. მარიამიც იქ დაიბადა და გაიზარდა.

„აფხაზეთიდან რომ წამოვიდნენ, ჩემი უფროსი და 2 წლის იყო, შუათანას დაბადებას კი რამდენიმე თვეში ელოდებოდნენ. სამშვიდობოზე გამოსვლის შემდეგ, მამა უკან გაბრუნდა. ომის დამთავრების მერე ჩამოვიდა და ოჯახს კითხვა-კითხვით მიაგნო. თავიდან ძალიან უჭირდათ, ზოგჯერ ერთი პური ჰქონდათ მხოლოდ. მე რომ დავიბადე, უკვე შედარებით უკეთ ცხოვრობდნენ“, - ჰყვება მარიამი.

მარიამ კვანჭიანი იხსენებს, თუ როგორ დატოვეს მისმა ოჯახის წევრებმა აფხაზეთი და წლების განმავლობაში რამდენი სირთულის გადატანა მოუხდათ მათ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
მარიამ კვანჭიანი იხსენებს, თუ როგორ დატოვეს მისმა ოჯახის წევრებმა აფხაზეთი და წლების განმავლობაში რამდენი სირთულის გადატანა მოუხდათ მათ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

სკოლის დამთავრების შემდეგ მარიამმა სწავლა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო, თუმცა პირველი კურსის შემდეგ დაქორწინდა, მალევე შვილები გააჩინა და მთელი დრო ოჯახზე ზრუნვას დაუთმო. საშინაო საქმეების პარალელურად, ის ახლა უკვე აქტიური მოხალისეობითაცაა დაკავებული: დევნილების საჭიროებებს სწავლობს და მათი ყოველდღიურობის უკეთესობისკენ შეცვლაზე მუშაობს.

მისი აქტიურობით, წყალტუბოს დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო ბაღი გაიხსნა, სამეზობლოში სათიბი ხელსაწყოებიც შეიძინეს და ეზოს გულმოდგინედ უვლიან, ამიტომ აღარც ქვეწარმავლის ეშინიათ და ბავშვებსაც სათამაშოდ იმედიანად უშვებენ.

მარიამ კვანჭიანი 2023 წლიდან „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის მოხალისეა. ქსელში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 200-ზე მეტი ქალი და ახალგაზრდაა გაერთიანებული. ისინი ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებისა და ადვოკატირების პროცესებში მონაწილეობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

მოხალისეობა მარიამის ცხოვრებაში 2023 წელს გამოჩნდა, როცა საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდის, „სოხუმის“ დახმარებით, „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელში გაწევრიანდა. ქსელი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით, 2023 წლის ბოლოს შეიქმნა. მასში 17 მუნიციპალიტეტში მცხოვრები, დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 200-ზე მეტი ქალი და ახალგაზრდაა გაერთიანებული. ქსელის წევრები ჩართულები არიან ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებისა და ადვოკატირების პროცესებში. ერთ-ერთი მათგანია მარიამიც.

„მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის წევრი მარიამ კვანჭიანი ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებული ადამიანების გაძლიერებას. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
„მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების“ ქსელის წევრი მარიამ კვანჭიანი ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებული ადამიანების გაძლიერებას. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

“ამ ქსელის დახმარებით, ახალი ცოდნა და უნარები შევიძინე. ბევრად მარტივად ვიგებ დევნილებისთვის საჭირო ინფორმაციას. ვეცნობი, რა შესაძლებლობები გვაქვს ჩვენი პრობლემების მოსაგვარებლად და მერე მიღებულ ინფორმაციას სხვებსაც ვუზიარებ. ამას ჩემი ხალხისთვის ვაკეთებ”, - ამბობს მარიამი.

მისი და სხვა ქალების ჩართულობას პირველი შედეგები უკვე მოჰყვა. “ქალების აქტიურობა, ასეთ საკითხებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათში უდიდესი ძალაა. ვფიქრობ, თუ ყოველდღიური მშვიდობისა და უსაფრთხოების მშენებლობაში ქალები მეტად ჩავერთვებით, ნდობაც უფრო მარტივად აღდგება”, - აღნიშნავს მარიამი.

მშვიდობის მშენებლობაში მონაწილეობის გარდა, სურს, უმაღლესი განათლების მიღება გააგრძელოს და საოცნებო პროფესიას — ჟურნალისტიკას აუცილებლად დაეუფლოს. “ბავშვებს წამოვზრდი და სწავლას მივხედავ”, - ამბობს ის.

მარიამ კვანჭიანი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო პროცესებში ქალების მონაწილეობა აუცილებელია, რადგან მათში უდიდესი ძალაა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
მარიამ კვანჭიანი მიიჩნევს, რომ სამშვიდობო პროცესებში ქალების მონაწილეობა აუცილებელია, რადგან მათში უდიდესი ძალაა. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

„მშვიდობის ელჩი ქალები და ახალგაზრდების“ ქსელი პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა. მას გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან — ქალთა საინფორმაციო ცენტრთან, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია “თანხმობასა” საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ქალთა ფონდ “სოხუმთან” თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერაა დაფინანსებული. ამჟამად ქსელის მუშაობა გრძელდება პროექტის “ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის”, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

მშვიდობის მშენებლობაში მონაწილეობის გარდა, მარიამ კვანჭიანს სურს, სწავლა გააგრძელოს და ჟურნალისტის კარიერა ჰქონდეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე
მშვიდობის მშენებლობაში მონაწილეობის გარდა, მარიამ კვანჭიანს სურს, სწავლა გააგრძელოს და ჟურნალისტის კარიერა ჰქონდეს. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე